თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 თებერვალს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 4 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყაროთ უბნის დასახლების, გლდანის III, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მუხიანის აგარაკების, წყაროთუბნის, კალოუბნის (გლდანი), იაკობის და მუხის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლაღიძის, ოსიპ მანდელშტამის, ალექსანდრე წულუკიძის და პატარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იონა მეუნარგიას და ზაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახელების XI მიკრორაიონის II კვარტლის, თემქის დასახლების X, Xა, Xბ კვარტლების, ზღვისუბნის დასახლებია XI მიკრორაიონის II კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების Xა კვარტლის, გურამ ქუთათელაძის და ხევძმარის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორიის, სანზონის დასახლების (ნაწილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ), საექიმოს, ავშნის და სოფო მგელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და სადგურის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მაჭავარიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები