მეგან მარკლი

PAGE SIX: მეგან მარკლი მეორე ქორწინებებზე გადაღებულ რეალითი შოუში გამოჩნდება

Getty Images

Page Six-ის ინფორმაციით, მეგან მარკლი მეორე ქორწინებების შესახებ გადაღებულ კანადურ რეალითი შოუში "I Do, Redo"-ში გამოჩნდება. გამოცემისვე ცნობით, რეალითი შოუ ნეტფლიქსზე გავა და მისი წამყვანი მარკლის კარგი მეგობარი და სტილისტი ჯესიკა მულრონეი იქნება.

სავარაუდოდ, რეალითი შოუ 10-სერიანი იქნება და მეგან მარკლი იქ რამდენჯერმე, სტუმრის როლში გამოჩნდება.

Page Six-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია აიღებს თუ არა ჰონორარს მეგან მარკლი შოუში მონაწილეობისთვის და აღების შემთვხვევაში რამდენი იქნება თანხა.

მეგან მარკლისთვის პრინცი ჰარი მეორე ქმარია. ის 30 წლის ასაკში, 2011 წელს ამერიკელ მსახიობსა და პროდუსერზე ტრევორ ენგელსონზე დაქორწინდა. წყვილი ერთად 2013 წლის აგვისტომდე იყო.

8 იანვარს, სასექსის ჰერცოგინიამ და პრინცმა ჰარიმ განცხადება გაავრცელეს, რომ ისინი უარს ამბობენ სამეფო ტიტულებზე და დროის გატარებას დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ. მათ ასევე თქვეს, რომ მუშაობენ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები.

ამის შემდეგ სამეფო ოჯახს შორის დაიწყო მოლაპარაკებები, რის შედეგადაც დიდი ბრიტანეთის დედოფალმა განაცხადა, რომ ოჯახი პატივს სცემს ჰარისა და მეგანის სურვილის, რომ დაიწყონ ახალი ცხოვრება.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, 18 იანვარს, ბუკინგემის სასახლე უკვე ოფიციალურად დაეთანხმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მოთხოვნას და მათ სამეფო ტიტულები ჩამოართვა.

კომენტარები