მეგან მარკლი

"შენ მამაცი ხარ!"- მეგან მარკლმა სექს-მუშაკებს გამამხნევებელი მესიჯებით საჩუქრები გაუგზავნა 

სასექსის ჰერცოგინიამ და პრინც ჰარის ცოლმა, მეგან მარკლმა სამეფო ოჯახის ჰერცოგინიების სახელით ბრისტოლში მომუშავე სექს-მუშაკებს საჩუქრები გაუგზავნა. 

ჰერცოგინიამ ქალებს უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი, ბანანი, ჩიპსები, მაფინები და სხვადასხვა ტკბილეული გაუგზავნა. 

"გაქვთ მარკერი? იდეა მაქვს",- უთხრა მეგანმა თანამშრომლებს და ბანანებზე სპონტანურად წერა დაიწყო. 

"ძლიერი ხარ!", "მამაცი ხარ!" "განსაკუთრებული ხარ!" "გვიყვარხარ"- აი ასე გაამხნევა ჰერცოგინიამ ქალები.

ფოტოები ორგანიზაცია One25-ს თანამშრომლებმა გაავრცელეს. ორგანიზაცია ქალების უფლებებს იცავს და მათ არასასურველი სამსახურიდან თავის დახსნაში ეხმარება. 

კომენტარები