5 ქვეყანაში გამოკითხულთა 70%-ზე მეტი თვლის, რომ გრეტა თუნბერგმა სკოლაში უნდა იაროს

ფრანგული კვლევითი ორგანიზაცია IFOP-ის ხუთ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულების 70%-ზე მეტს მიაჩნია, რომ თავის ასაკში შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი, სკოლაში უნდა იყოს.

ასე თვლის ფრანგების 71%, ამერიკელების 76%, ბრიტანელების 78%, გერმანელების 77% და იტალიელების 71%.

ამისდა მიუხედავად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თუნბერგის განცხადებები გამართლებულია კლიმატური მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ მოსაზრებას იზიარებს ფრანგებისა და ამერიკელების 70%, ბრიტანელების 78%, გერმანელების 77% და იტალიელების 79%.

გამოკითხულების უმეტესობა ფიქრობს იმასაც, რომ თუნბერგი "მანიპულირებულია და ადამიანები მის იმიჯს პოლიტიკური მესიჯების გასატარებლად იყენებენ." ასე თვლის ფრანგების 63%, ამერიკელების 47%, ბრიტანელების 51%, გერმანელების 56% და იტალიელების 59%.

ხუთივე ქვეყანაში გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი ფიქრობს, რომ "თუნბერგის განცხადებები გარემოს მდგომარეობაზე გადაჭარბებულია და აპოკალიპტური შინაარსის მატარებელია." ამ აზრს ფრანგების 47%, ამერიკელების 49%, ბრიტანელების 47%, გერმანელების 52% და იტალიელების 50% ემხრობა.

 

კომენტარები