ძალადობა მოსწავლეზე

თელავის სკოლის დირექტორი: პედაგოგი მეექვსეკლასელს ფიზიკურად შეეხო, ეს მეც დავინახე

თელავის პირველი საჯარო სკოლა

თელავის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი მე-6 კლასის მოსწავლეს ფიზიკურად გაუსწორდა. სკოლის დირექტორის, მაია ოთარაშვილის ინფორმაციით, მომხდარი თავად დაინახა. ეს ასევე აღბეჭდილია სათვალთვალო ვიდეოკამერებზეც.

"შემთხვევა 22 იანვარს მოხდა, რაც მაშინვე ვაცნობე ყველა შესაბამის სამსახურს და მიმდინარეობს მოკვლევა. მეორე ცვლის საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის დროს მასწავლებელმა დერეფანში გამოიყვანა მოსწავლე, ეს ფაქტი დავინახე მე და კამერებმაც დააფიქსირეს. ჩანს, როგორ ეხება ფიზიკურად პედაგოგი ბავშვს. ბავშვი არ დაშავებულა, მას სამედიცინო ჩარევა არ დასჭირვებია”, - უთხრა ინტერპრესნიუსს სკოლის დირექტორმა.

მომხდარს სკოლის დისციპლინური კომიტეტი სწავლობს. 

კომენტარები