არველაძე: მაშფოთებს, რომ სენატორებს და კონგრესმენებს ინფორმაცია არ გადაუმოწმებიათ

მე მაშფოთებს ის ამბავი, რომ აშშ-დან არც ერთს, კონგრესმენი იქნება თუ საგარეო კომიტეტის წარმომადგენელი, არც ერთს არ გადაუმოწმებია, რამდენად სწორი ინფორმაცია აქვთ მიწოდებული.

აი, ამ შემთხვევაში, უნდა მუშაობდეს საქართველოს საელჩოები არამარტო ამერიკაში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, ყველა იმ ხელისუფლებას, მანამდე, სანამ ეს ოპოზიცია დაიწყებს რაღაცას, მანამდე უნდა აძლევდეს სწორ ინფორმაციას

გამოდის, რომ ნაციონალური მოძრაობა ჯობნის ინფორმაციას მიწოდებაში ქართულ ოცნებას, რაც ძალიან არასასურველია

ქართული ოცნების დეპუტატი რევაზ არველაძე ამერიკელი კონგრესმენების და სენატორების კრიტიკულ წერილებზე საქართველოს მთავრობის მიმართ.

კომენტარები