43 წლის მსახიობმა რიზ უიზერპუნმა გააზიარა ვიდეო, რომელშიც გაიხსენა, როგორ დაიწყი მისი ურთიერთობა კამერებთან და გადასაღებ მოედანთან.
მსახიობის პირველი გამოცდილება ყვავილების მაღაზიის სარეკლამო რგოლს უკავშირდება. თუმცა უიზერსპუნმა ყურადღება ფილმზე A Man in the Moon გაამახვილა. ერთ დღეს, როდესაც 14 წლის ასაკში ის სკოლიდან დაბრუნდა, დედამ ახარა, რომ როლზე დაამტკიცეს.
"მთელი ზაფხული გადასაღებ მოედანზე გავატარე. ყველაფერი ვისწავლე მსახიობის საქმეზე: როგორ გავჩერებულიყავი ნიშნულებთან, როგორ მეთამაშა კამერის წინ, როგორ გამომეხატა ემოციები." ამბობს ვიდეოში უიზერსპუნი. "პირველად ვაკოცე ბიჭს და ძალიან მრცხვენოდა."
მსახიობმა ფილმის პრემიერაც გაიხსენა: "მახსოვს, რომ პრემიერას არნოლდ შვარცენეგერი დაესწრო და ისიც მახსოვს რა მეცვა: კაბა, რომლის ზედა მხარე ყვავილებით იყო მორთული და ქოუბოის ჩექმა. ქოუბოის ჩექმა იმიტომ, რომ...უბრალოდ ქოუბოის ჩექმა"