რიზ უიზერსპუნი

ბიონსემ რიზ უიზერსპუნს კიდევ ერთი საჩუქარი გაუგზავნა

მას შემდეგ, რაც ბიონსემ და Jay-Z-მ რიზ უიზერსპუნს მთელი ყუთი შამპანიური საჩუქრად გაუგზავნეს, მომღერალმა მსახიობს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა. 

ამჯერად, ბიონსემ რიზ უიზერსპუნს ტანსაცმლის(Ivy Park -ის) კოლექცია გაუგზავნა, რომელიც დიდ სტაფილოსფერ ყუთში იყო შეფუთული. მსახიობი დიდხანს ცდილობდა, გამოეცნო რა დევს უზარმაზარ ყუთში და ამაში მას დედამისი ეხმარებოდა. იყო ვერსიები, რომ იქ პატარა მანქანა ან მოტოციკლი დევს, თუმცა საბოლოოდ, როდესაც სიმართლე გაირკვა, უიზერსპუნმა რამდენიმე მოდელი მოიზომა. 

"ეს ოფიციალურად #ბიჰაივის ახალ წევრად მაქცევს? მადლობა ბიონსე ამ კოლექციისთვის!" დააწერა ინსტაგრამზე გაზიარებულ ვიდეოს უიზერსპუნმა.

View this post on Instagram

Thank you, @Beyonce for the #IvyPark swag!

A post shared by Reese Witherspoon (@reesewitherspoon) on

კომენტარები