ტრაგიკული შემთხვევა

რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

Reuters

ქალაქ რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ცოლ-ქმარი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. 

მთავარი არხის ინფორმაციით, ტრაგიკულად დაღუპული ცოლ-ქმრის ცხედრები უკვე ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მათივე ცნობით, სახლში მყოფი კიდევ ერთი პირი, მათი 25 წლის შვილი უბედურ შემთხვევას გადაურჩა. 

კომენტარები