სანქციები

ევროკავშირმა უკრაინის ანექსიის გამო რუსეთის სანქციები გააფართოვა

Euneighbours

28 იანვარს ევროკავშირმა კიდევ 7 პირი დაამატა იმ პირთა სიას, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შელახვისთვის სანქციები აქვთ დაკისრებული.

მათ აქტივები გაეყინებათ და სავიზო აკრძალვა შეეხებათ.

პირებს, რომლებსაც სანქციები შეეხო, ბრალად ედებათ ანექსირებულ ყირიმში 2019 წლის სექტემბერში ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში ჩართულობა, რაც რუსეთის მიერ დასმული მაღალჩინოსნების ორგანიზებული იყო.

"ე.წ არჩევნებში მათი ჩართულობით, ეს ადამიანები აქტიურად მხარს უჭერდნენ ისეთ ქმედებებს და პოლიტიკას, რაც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ძირს უთხრიდა ან საფრთხის ქვეშ აყენებდა," - ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში. 

ეს პირები არიან სერგეი დანილენკო, ლიდია ბასობა, ეკატერინა პირკოვა სევასტოპოლის მუნიციპალური საარჩევნო კომიტეტიდან. ასევე, ყირიმის დე-ფაქტო მთავრობის მეთაური იური გოტანიუკი. დანარჩენი სამი პირები არიან მიხაილ რაზოშაიევი, ვლადიმერ ნემცევი, ეკატერინა ალტაბაიევა.

სანქციების სია, რომელიც ახლა 177 პირისგან და 44 დაწესებულებისგან შედგება, ევროკავშირმა 2014 წლის მარტში დააწესა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ანექსია მოახდინა. 

2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი 2014 წლის 18 მარტს მოაწერა.

2014 წლიდან ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სია სულ უფრო იზრდება. 

გასული წლის მაისში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას თქვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციები არ მოიხსნება მანამ, სანამ უკრაინის სუვერენიტეტი არ აღდგება.

კომენტარები