The Matrix

პრიანკა ჩოპრა მატრიცას მეოთხე ნაწილში ითამაშებს

პრიანკა ჩოპრა 2019 წლის ოსკარის წვეულებაზე.
Vogue

ინდოელი მსახიობი და მის მსოფლიო 2000-ის გამარჯვებული პრიანკა ჩოპრა მატრიცას მეოთხე ნაწილში ითამაშებს - ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Variety-მ გაავრცელა.

ჯერჯერობით არ კონკრეტდება რა როლს შეასრულებს პრიანკა ჩოპრა ფილმში.

მატრიცას მეოთხე ნაწილს The Warner Bros. იღებს, სცენარისტი და რეჟისორი კი კვლავ ლანა ვაჩოვსკია. ნეოსა და თრინითის როლებს, ისევე როგორც წინა სამ ნაწილში კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი შეასრულებენ. ასევე ცნობილია, რომ მათთან ერთად ფილმში ნილ პატრიკ ჰარისიც ითამაშებს.

Variety-ს ცნობით, მატრიცას მსახიობები უკვე რამდენიმე კვირაა უკვე ჩხუბსა და ბრძოლაში, რათა ფილმის გადაღებებს მომზადებულები შეხვდნენ. სავარაუდოდ, გადაღებები მალე ჩრდილოეთ კალიფორნიაში დაიწყება.

პრიანკა ჩოპრამ სამსახიობო კარიერა ABC-ის სერიალ "Quantico"-თი დაიწყო, რომელიც სამი სეზონის განმავლობაში გადიოდა. ასევე, ის 2016 წელს Time 100-ის გარეკანზე მოხვდა, როგორც "ყველაზე გავლენიანი ადამიანი" სამყაროში. გარდა ამისა, 2018 წელს პრიანკა ჩოპრა ჟურნალმა ფორბსმა ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ ქალად აღიარა.

კომენტარები