The Matrix

მატრიცას მეოთხე ნაწილის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Variety.com

მატრიცას მეოთხე ნაწილი 2021 წლის 21 მაისს გამოვა - ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ დადასტურდა.

ფილმის სცენარისტი და რეჟისორი ისევ ლანა ვაჩოვსკი იქნება, ნეოს და თრინითის როლებს კი კვლავ კიანუ რივზი და კერი-ენ მოსი შეასრულებენ. მეოთხე ნაწილს Warner Bros. და Village Roadshow Pictures გადაიღებენ.

ცნობილია, რომ მეოთხე ნაწილისთვის სცენარი უკვე დაწერილია და მას მსახიობები უკვე გაეცნენ.

ჯერჯერობით კვლავ უცნობია როდის დაიწყება ფილმის გადაღებები, არსებობს ინფორაცია რომ ეს 2020 წელს მოხდება.

კომენტარები