თვითმფრინავის ჩამოვარდნა ავღანეთში

აშშ-ის სამხედრო ძალებმა დაადასტურეს, რომ ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მათ ეკუთვნოდათ

Reuters

აშშ-ის სამხედრო ძალებმა დაადასტურეს, რომ ავღანეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მათ ეკუთვნოდათ. განცხადების მიხედვით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებს იძიებენ, თუმცა პირველადი მონაცემებით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ის მტრის მიერ ცეცხლის გახსნამ ჩამოაგდო.

თვითმფრინავი ღაზნის პროვინციაში ჩამოვარდა, რომელზე კონტროლიც თალიბანს აქვს დამყარებული. ჯერ-ჯერობით უცნობია ზუსტად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.

თალიბანმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აშშ-ის საჰაერო ძალების დამწვარი ხომალდის ნაწილები ჩანს. Bombardier E-11A ტიპის თვითმფრინავს აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთის თავზე დაზვერვისათვის იყენებენ.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა უარყვეს თალიბანის განცხადება, რომ მათ კიდევ ერთი, სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თავდაპირველად ავღანეთის ოფიციალური პირების განცხადებაშიც ნათქვამი იყო, რომ ჩამოვარდნილი ხომალდი ავღანეთის ავიახაზებს, Ariana-ს ეკუთვნოდა, თუმცა კომპანიამ ეს ინფორმაცია უარყო.

კომენტარები