საგამოძიებო სამსახური

22 ათასი ლარის არადეკლარირებული მედიკამენტი - საგამოძიებომ წითელ ხიდთან ერთი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობის საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი წითელი ხიდის გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის გამოყენებით, შეეცადა აზერბაიჯანში მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით მედიკამენტი.

საგამოძიებოს ცნობით, ამოღებულია სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული მედიკამენტი, რომლის საბაჟო ღირებულება 22 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 -დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები