GRAMMY 2020

ბილი აილიში მსოფლიოში მეორე ადამიანია, რომელმაც გრემის ოთხივე მთავარი ჯილდო მიიღო

ბილი აილიში

ბილი აილიში მსოფლიოში მეორე ადამიანია, რომელმაც გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე 4 მთავარი ჯილდო მიიღო (საუკეთესო ახალი შემსრულებელი,  წლის საუკეთესო სიმღერა, წლის საუკეთესო ჩანაწერი და წლის საუკეთესო ალბომი).

ამავე 4 ჯილდოს მფლობელი 1981 წელს კრისტოფერ კროსი გახდა, რომლის ალბომმაც ჯგუფის Pink Floyd ალბომს "The Wall" აჯობა. 

ასევე ბილი აილიშმა 18 წლის ასაკში მოხსნა ტეილორ სვიფტის რეკორდი და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელია, რომელმაც წლის საუკეთესო ალბომის ჯილდო მიიღო. 

ასეთი იყო აილიშის რეაქცია, როდესაც  მისი სახელი გამოაცხადეს:

 

კომენტარები