გრემის რიგით 62-ე დაჯილდოების ცერემონიაზე დემი ლოვატო ახალი სიმღერის წარდგენისას ატირდა. მან კომპოზიციის შესრულების დაწყებისას ემოციები ვერ შეიკავა, გაჩერდა და გამამხნევებელი ოვაციების შემდეგ ისევ გააგრძელა სიმღერა.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი დაახლოებით 2 წელია რაც სცენაზე არ გამოჩენილა. სიმღერაში ის იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც ალკოჰოლთან პრობლემები ჰქონდა და, როგორც ჩანს, თავს მარტოდ გრძნობდა.
"როგორი წარმოუდგენელი ღამე იყო. 2 წლის განმავლობაში ჩემი პირველი გამოჩენა სცენაზე. ეს ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის." დაწერა ლოვატომ ინსტაგრამზე