ავტოსაგზაო შემთხვევა

ქვიშხეთში მანქანა მტკვარში გადავარდა - დაიღუპა 4 ადამიანი, აქედან 3 ბავშვია

IPN

ქვიშხეთში ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანია. ინფორმაცია ტაბულას შსს-ში დაუდასტურეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა.

უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები