შსს

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის 2 მოქალაქე დააკავა

შსს

შსს-ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის 2 მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ხ.ნ. და 1982 წელს დაბადებული ნ.გ. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ალფა პვპს, ჰეროინის, მორფინი, მეტადონისა და კოდეინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების ა ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები