საქართველოს უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე: არ გამოვრიცხავ თავმჯდომარე თადუმაძე გახდეს

მთავარი არხი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე არ გამორიცხავს, სასამართლოს თავმჯდომარე ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე გახდეს.

მზია თოდუა ამბობს, რომ თადუმაძე არის "თავისი საქმის კარგად მცოდნე".

"იმ მოკლე დროში, რაც ჩვენ გვქონდა ურთიერთობა, ბატონ შალვას ვახასიათებ ერთ-ერთ საუკეთესო პროფესიონალად და ყველაზე მთავარი, რაც თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს, ეს არის ის, რომ მას შეუძლია ურთიერთობა დაამყაროს, არის ძალიან გაწონასწორებული და თავისი საქმის კარგი მცოდნე. არ ვიცი, შეიძლება [უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე], მე არ გამოვრიცხავ", - ამბობს თოდუა.

ყოფილი გენერალური პროკურორი უზენაესის სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა. შალვა თადუმაძე 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 2018 წლიდან ის გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა, 2019 წლის ბოლოს კი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე გახდა.

კომენტარები