ევროპარლამენტი

გლუკსმანი: სერიოზული კითხვები ჩნდება, როცა პოლიტიკური პრობლემების დროს გამოძიებები იწყება

ჩემი შეკითხვა დროში უცნაურ დამთხვევაზეა, ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ გამოძიებების დაწყებაზე. გაქვთ კრიზისი და გაქვთ გამოძიება ბატონი მელიას, ბატონი ბოკერიას და სხვა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ, ვინც პროკურატურაში დაიბარეს გამოკითხვაზე, დაიწყო რა ხელახალი გამოძიება მათ წინააღმდეგ.

როგორც კი ბატონმა გვარამიამ განაცხადა, რომ ახალ ტელევიზიას ხსნის, მის წინააღმდეგ კვლავ დაიწყო გამოძიება. ამდენად, გვაქვს სერიოზული შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკური პრობლემები როცა გაქვთ, გამოძიებებს იწყებთ.

ევროპარლამენტარი, ფრანგი სოციალისტების სიის პირველი ნომერი და სოციალ-დემოკრატების ფრაქციის წევრი რაფაელ გლუკსმანი მიმართავს ქართული ოცნების წარმომადგენლებს.

კომენტარები