ნატა ფერაძე

ფერაძე: პატრული იყო აგრესიული და ტრანსფობიურად განწყობილი, საუბრობდნენ აგდებულად

TV პირველი

ნატა ფერაძე, რომელიც ხელწერილით გაათავისუფლეს, ჰყვება, რომ ტრანსგენდერმა ქალებმა შეშით დახმარება ითხოვეს, რომელიც ნატა ფერაძემ მეგობართან ერთად მიუტანა. მისივე თქმით, ტრანსგენდერ ქალებს რამდენიმე პირმა შეურაცხყოფა მიაყენა, გამოძახებული პატრული კი მათ მიმართ იყო აგრესიული. 

"პატრული მოვიდა და აშკარად ზანტად გადმოვიდნენ მანქანიდან, ტრანსფობიურად განწყობილი პიროვნებები არ დააკავეს, რის გამოც შემდეგ კიდევ მოვიდა ბევრი საპატრულო მანქანა, მოვიდა სამაშველო სამსახურიც იმიტომ, რომ 1 ტრანსგენდერი გოგო მტკვარში გადახტომას აპირებდა. მათ ქვეყანაში მძიმედ უწევთ ცხოვრება და ნერვული სისტემა წესრიგში არ აქვთ. პატრული თავად იყო აგრესიულად და ტრანსფობიურად განწყობილი, ესაუბრებოდნენ აგდებულად. სამოქალაქო ფორმაში, შავებში ჩაცმულ ადამიანს ვეუბნებოდი, ასე ნუ ელაპარაკები, სახეში ჩაგაფარებ-მეთქი. ჩამტენეს მანქანაში",-ყვება ფერაძე.

ფერაძის თქმითვე, განყოფილებაში დაკავებული ტრანსგენდერი ქალების უფლებებს უხეშად არღვევდნენ. მისივე თქმით, მას დარეკვის საშუალება მხოლოდ მაშინ მისცეს, როდესაც უთხრეს, რომ ხელწერილის საფუძველზე ათავისუფლებდნენ.  

ცნობისთვის, ნატა ფერაძე დღეს, 18 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ფერაძე ხელწერილით გაათავისუფლეს. პოლიციის განყოფილებაში რჩება ორი ტრანსგენდერი ქალი, რომლებიც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის/პოლიციელის შეურაცხყოფის მუხლით დააკავეს.

კომენტარები