კანიე უესტი

ნიკ ქეივის აზრით კანიე უესტი მსოფლიოს უდიდესი ხელოვანია

ტაბულა

ინტერაქციულ საიტზე The Red Hand Files ნიკ ქეივს ფანმა ჰკითხა: არის თუ არა, მისი აზრით, კანიე უესტი მსოფლიოს უდიდესი ხელოვანი? რაზეც ნიკ ქეივმა უპასუხა:

"შემოქმედებითი პროცესი - ერთგვარი სიგიჟეა, ჩვენ საკუთარ ხედვას ვუღრმავდებით, მასში ვიძირებით. არ ვიცნობ მსოფლიოში არც ერთ შემოქმედს, რომელიც კანიეზე უფრო მეტად არის თავისი შეშლილობის ერთგული, ამიტომაც, ამ მხრივ, ის ჩვენი დროის უდიდესი ხელოვანია"

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, კანიე უესტის ახალი ალბომი Jesus Is King გამოვიდა, რომელზე საუბრის დროსაც უესტმა საკუთარ თავს მსოფლიოს უდიდესი ხელოვანი უწოდა.

კომენტარები