NDI-ის კვლევა

NDI: პროპორციულზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდებას უარყოფითად 49% აფასებს, 16% - დადებითად

ტაბულა

NDI-ის კვლევის მიხედვით, იმათი 70%, ვისაც 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნოს სისტემაზე გადასვლის დაპირების შესახებ სმენია, შესაბამისი კანონპროექტის ჩაგდებას უარყოფითად აფასებს.

16% - დადებითად;

11%-მა - არ იცის;

2% პასუხზე უარს ამბობს;

იმავე კვლევის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო წესით ჩატარების შესახებ ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის დაპირების შესახებ გამოკითხულთა 59%-ს სმენია;

28%-ს არ სმენია;

11%-მა - არ იცის;

1% პასუხზე უარს ამბობს;

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, დღეს, 16 იანვარს გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კომენტარები