NDI-ის კვლევის მიხედვით, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.
კერძოდ, ღია კითხვა ასე იყო ფორმულირებული:
"თქვენი აზრით, ვინ არის პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელსაც 20 ივნისს ჰქონდა ადგილი?"
პასუხები ასე გადანაწილდა:
- ხელისუფლება - 45%
ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 43%;
- ოპოზიცია - 12%
ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 7%;
- გიორგი გახარია - 4%
ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 9%;
- ბიძინა ივანიშვილი - 2%;
ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 4%;
- თვითონ საპროტესტო აქციების მონაწილეები - 2%
ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 4%;
- შსს - 1%;
ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 1%;
- სხვა - 3%
ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 5%;
- ყველა ერთნაირად პასუხისმგებელია - 10%;
ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 14%;
- არ ვიცი - 14%;
ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 8%;
- უარი პასუხზე - 2%
ივლისში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით - 1%;
იმავე კვლვის მიხედვით, 20 ივნისს ხელსუფლების მიერ გატარებული ზომებს ზედმეტად მკაცრად აფასებს გამოკითხულთა 61%;
- სათანადოდ მიიჩნევს - 15%;
- 6% ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ 20 ივნისს გატარებული ზომები ზედმეტად ლმობიერი იყო;
NDI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, დღეს, 16 იანვარს გამოაქვეყნა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.