ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
NDI-ის კვლევა

NDI: ყველაზე ნაკლებად ზურაბიშვილის, თალაკვაძის, გახარიას საქმიანობა მოსწონთ, მეტად - კალაძის

ხუთშაბათი, 16 იანვარი, 2020 - 10:36
tbl.ge/4d9e
დაკოპირდა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას მოსახლების უმრავლესობა, 54% უარყოფითად აფასებს. კერძოდ, 34% სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას აფასებს ცუდად, ხოლო 20% ძალიან ცუდად.

36%-ს არ მოსწონს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობა. კერძოდ, არჩილ თალაკვაძეს 25% ცუდად აფასებს, 11% კი ძალიან ცუდად.

უარყოფითი შეფასება დადებითს ბევრად აღემატება საქართველოს პრემიერმინისტრის შემთხვევაშიც და ჯამში 34%-ს შეადგენს. კერძოდ, გიორგი გახარიას საქმიანობას ძალიან ცუდად აფასებს 10%, ხოლო ცუდად 24%.

რაც შეეხება თბილისის მერს, მის საქმიანობას მოსახლეობის 24% აფასებს უარყოფითად - 16% ცუდად, 6% ძალიან ცუდად.

კახა კალაძის დადებითი შეფასება სხვა თანამდებობის პირების შეფასებას აღემატება და ჯამში 44%-ს შეადგენს. 21% აფასებს დადებითად გიორგი გახარიას საქმიანობას, ხოლო 13% არჩილ თალაკვაძის. ქვეყნის პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად მხოლოდ მოსახლეობის 9% მიიჩნევს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ როგორც კალაძის, ისე სხვების საქმიანობის უარყოფითი შეფასება გაზრდილია. 2019 წლის ივლისის შემდეგ თბილისის მერის და პრემიერმიერმინისტრის უარყოფითი შეფასებებები 7-7%-ით გაიზარდა, პარლამენტის თავმჯდომარის კი 12%-ით. პრეზიდენტის საქმიანობის უარყოფით შეფასებას 14%-იანი ზრდა აქვს.

NDI-ის​ დაკვეთით საველე სამუშაოები ჩატარდა 19 ნოემბრიდან 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევა ეყრდნობა 2,181 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით ფინანსდება. საველე სამუშაოები CRRC–საქართველომ ჩაატარა.

NDI-ის კვლევაNDINDI-ის გამოკითხვაNDI-ის ანგარიშიNDI-ის კვლევებიგიორგი გახარიაკახა კალაძეარჩილ თალაკვაძესალომე ზურაბიშვილი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 11 დეკემბერი, 2023 - 13:57NDI: საქართველოს მოსახლეობის 79% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას
  • ორშაბათი, 11 დეკემბერი, 2023 - 13:51NDI: 90% ფიქრობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მენტალური ჯანმრთელობის ხარჯებსაც უნდა ფარავდეს
  • ორშაბათი, 11 დეკემბერი, 2023 - 13:47NDI: 58% არაა დარწმუნებული, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს
  • ორშაბათი, 11 დეკემბერი, 2023 - 13:41NDI: გამოკითხულთა 24%-ის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის ყველაზე დიდი გამოწვევაა
  • ორშაბათი, 11 დეკემბერი, 2023 - 13:08NDI: გამოკითხულთა 54% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 38% – ცუდად

კომენტარები

ბოლო სიახლეები

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:52

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)

ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:25

ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:20

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:05

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

პაპუაშვილი: რეზოლუციამ გაგვიჩინა კითხვა, რამდენად იქნება ეუთო მტკიცე ზეწოლის წინააღმდეგ
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:05

პაპუაშვილი: რეზოლუციამ გაგვიჩინა კითხვა, რამდენად იქნება ეუთო მტკიცე ზეწოლის წინააღმდეგ

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
4"მონანიების არქონით, ელისაშვილმა ვერ დაიმსახურა მინიმუმი სასჯელი" - პროკურორი
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕