საარსებო მინიმუმი

საქსტატი: ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 388.2 ლარია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საარსებო მინიმუმის მონაცემები განაახლა, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის დეკემბრისთვის, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 175 ლარს შეადგენდა.

ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი საქსტატის თანახმად 276.1 ლარია, სამსულიანის კი 310.6 ლარი.

ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი დეკებრისთვის 345.1 ლარით განისაზღვრა, ხუთსულიანი ოჯახის კი 388.2 ლარით.

ევქსსულიანი და უფრო დიდი ოჯახისთვის, საარსებო მინიმუმი 459 ლარია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური განმარტავს:

"2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა."

კომენტარები