გიგა ბოკერია, რომელსაც საქმე აღუძრა ივანიშვილმა, იმსახურებს მთლიან სოლიდარობას და მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან. გიგა ბოკერიასთან ჩვენ გვაქვს პოლიტიკური განსხვავებები, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ძაან გვიან მიხვდა ბევრ რაღაცას მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგას მნიშვნელოვა არა აქვს. ყველა მსხვერპლი და მათ შორის გიგა, რომელიც არის მსხვერპლი ივანიშვილის, რომელსაც შეეშინდა, რომ გიგა ბოკერია ივლიდა უცხოეთში და ილაპარაკებდა მასზე ცუდად და ა.შ, ჩამოართვა პასპორტი პირველ ეტაპზე და მეორე ეტაპზე, რა თქმა უნდა, ხელები ეფხანება, რომ ისიც გაუყენოს ციხის გზას. ეს ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა, მას აქვს სრული მხარდაჭერა, სრული სოლიდარობა ჩვენი მხრიდან, ჩემი მხრიდან პირადად, ეს არ იწვევს არანაირ ეჭვს.
tbl.ge/4cyt
დაკოპირდა

მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ გამოძიებას, რომელიც ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებს ეხება.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




