რუსეთი

პუტინი ლიბიაში დაქირავებულ რუს სამხედროებზე: ისინი რუსეთის ინტერესებს არ წარმოადგენენ

ვლადიმირ პუტინი
Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ლიბიაში Wagner Group-ის დაქირავებული რუსი სამხედროების ყოფნის შესახებ კითხვაზე თქვა, რომ ქვეყანაში რუსები არი არიან და თუ არიან, ისინი რუსეთის სახელმწიფოს არ წარმოადგენენ და მათ სახელმწიფო არ აფინანსებს.

"თუ იქ მართლაც არიან რუსეთის მოქალაქეები, ისინი რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს არ წარმოადგენენ და რუსეთის სახელმწიფოსაგან ფულს არ იღებენ." თქვა მან.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირწმუნება, რომ ხალიფა ჰაფთარის ძალების დასახმარებლად ლიბიაში 2,500-მდე რუსი დაქირავებული სამხედრო იმყოფება. თურქეთი და რუსეთი ლიბიაში სხვადასხვა მხარეს უჭერენ მხარს. რუსეთი არაოფიციალურად ხალიფა ჰაფთარის ძალებს უჭერს მხარს. მიმდინარე კვირას სტამბოლში შეხვედრის შემდეგ მან და ერდოღანმა დაპირისპირებულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეყისაკენ მოუწოდეს, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გენერალ ხალიფა ჰაფთარის მოკავშირე ძალები და ლიბიის ეროვნული ერთობის მთავრობა დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

"ვაგნერი" რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფებაა კრემლთან მჭიდრო კავშირებით, რომელიც სირიაში, ლიბიაში, უკრაინასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოპერირებს. ჯგუფის ლიდერი, დმიტრი უტკინი, რომელიც რუსეთის სპეცრაზმში და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში (GRU) მსახურობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მათთან კავშირს უარყოფს, ჯგუფის წევრები წვრთნებს მოლკინოს საწვრთნელ ბაზაზე ატარებენ. აქვეა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) სპეცრაზმის მეათე ბრიგადის მთავარი ბაზაც.

უტკინი მჭიდრო კავშირშია “პუტინის მზარეულთან” ევგენი პრიგოჟინთან, რუს ოლიგარქთან, რომელმაც მეტსახელი კრემლის საკვებით მომმარაგებელი კომპანიის ფლობის გამო დაიმსახურა. პრიგოჟინი “ვაგნერის” მთავარ დამფუძნებლადაც მიიჩნევა თუმცა, თავად კომპანიასთან კავშირს უარყოფს.

2016 წელს კრემლში გამართულ მიღებაზე უტკინი Fontanka-ს ჟურნალისტმა, დენის კოროტკოვმა სხვა სტუმრებს შორის ამოიცნო. კრემლის სპიკერმა, დმინტი პესკოვმა დაადასტურა, რომ უტკინი ნამდვილად იმყოფებოდა მიღებაზე და მამაცობისათვის ჯილდოც მიიღო.

2018 წლის აგვისტოში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 რუს ჟურნალისტს უცნობი პირები დაესხნენ თავს და მოკლეს. ისინი რუსული ონლაინ საინფორმაციო ორგანიზაციის, "გამოძიების კონტროლის ცენტისათვის" მუშაობდნენ, რომელსაც ყოფილი რუსი ნავთობმაგნატი, მიხაილ ხადარკოვსკი აფინანსებს.  ორგანიზაციას წასრულში პუტინთან დაკავშირებული პირების კორუფციული გარიგებების შესახებ რამდენიმე გამოძიება აქვს ჩატარებული. ორჰან ჯემალი, ალექსანერ რასტორუნიევი და კირილ რადჩენკო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაქირავებული რუსი სამხედროების, ე.წ. "ვაგნერის" ჯგუფის საქმიანობას იძიებდნენ.

სირიაში "ვაგნერი" ასადის რეჟიმის ძალებს ეხმარება. 2017 წელს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რუსულად მოსაუბრე პირები სირიაში დაკავებულ კაცს აწამებენ, უროთი სცემეთ, ხელებს და თავს აჭრიან, შემდეგ კი სხეულს წვავენ. მაშინ ვიდეოში ასახული პირების ამოცნობა ვერ მოხერხდა, თუმცა გასულ კვირას გავრცელდა ვიდეოს უფრო ვრცელი ვერსია, რომელშიც რუსულმ მედიამ რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, "ვაგნერის" მებრძოლები ამოიცნო.

"ვაგნერის" და სხვა რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფებების სირიაში საქმიანობის შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები