სირია

სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალები დაბომბეს, დაიღუპა 8 ადამიანი

სირიაში, ერაყის საზღვართან, ირანის მიერ მხარდაჭერილ სამხედრო ძალებზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა. დაიღუპა 8 ადამიანი. მათ შორის არ არიან სირიის მოქალაქეები.

ინფორმაციას ამის შესახებ სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ავრცელებს.

ლიბანური საინფორმაციო სააგენტო Al-Mayadeen თავდასხმას ისრაელს უკავშირებს. თავდასხმის სამიზნეს იარაღით დატვირთული მანქანები და ბალისტიკური რაკეტების საწყობი წარმოადგენდა. საჰაერო დარტყმებმა აფეთქება გამოიწვია.

ისრეალში თავდასხმაში მათი მონაწილეობის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ისრაელი სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფებების პოზიციებზე დარტყმებს პერიოდულად ახორციელებს. 2011 წელს ქვეყანაში არეულობის დაწყებიდან ირანის გავლენების წინააღმდეგ ისრაელმა ასობით საჰაერო დარტყმა განახორციელა.

გასული წლის ნოემბერში ისრაელმა სირიაში მთავრობის და მათი მოკავშირე ირანული ძალების ათობით სამიზნე დაბომბა.

კომენტარები