ლეონარდო დიკაპრიო

ლეონარდო დიკაპრიომ გადაარჩინა კაცი, რომელიც კარიბის ზღვაში იხრჩობოდა

IMDB

დეკემბრის ბოლოს ლეონარდო დიკაპრიო მეგობარ გოგოსთან და მეგობრებთან ერთად კარიბის ზღვაში, იახტაზე ისვენებდა, როდესაც კაპიტანს შემოუვიდა ზარი ზღვაში ჩავარდნილი მთვრალი ადამიანის შესახებ.

დიკაპრიომ, მისმა მეგობრებმა და კაპიტანმა გადაწყვიტეს კაცის დახმარება, მათი იახტა,ხომ ახლოს მყოფი  ერთადერთი გემი იყო.

საბოლოოდ მათ იპოვეს და გადაარჩინეს კაცი, რომელმაც წყალში 11 საათი გაატარა.  

 

კომენტარები