ლეონარდო დიკაპრიო

ლეონარდო დიკაპრიომ არ იცის როგორ მთავრდება ფილმი "Inception"

No Film School

ლეონარდო დიკაპრიო, რომელმაც კრისტოფერ ნოლანის ფილმში Inception მთავარი როლი შეასრულა, დღემდე არ იცის როგორ დასრულდა სურათი. 

გადაცემაში WTF With Marc Maron სტუმრობისას, დიკაპრიოს ისევე, როგორც წინა სტუმარს - ბრედ პიტს ფილმზე Ad Astra, ჰკითხეს რა ხდება Inception-ის ფინალში. "აზრზე არ ვარ!" გაისმა მსახიობის პასუხი. 

დიკაპრიოს თქმით ის თავის პერსონაჟზე იყო კონცენტრირებული. თუმცა მსახიობმა ისიც აღნიშნა, რომ ზოგადად სხვა ფილმების ისტორია იცის ხოლმე და კრის ნოლანის გონებაში ყველაფერი იმდენად ჩახლართულია, რომ ყველა ცდილობს სხვადასხვა ნატეხები ერთ სურათად ააწყოს, რაც რთულია. 

საბოლოოდ დიკაპრიომ ისიც თქვა, რომ ფილმის დაბოლოებას თითოეული მაყურებელი თავისებურად გაიგებს. 

კომენტარები