NATO

სტოლტენბერგი: შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის უმნიშვნელოვანესია

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის უმნიშვნელოვანესია.

მან ეს რუმინეთის პრემიერმინისტრთან, ლუდოვიკ ორბანთან პრესკონფერენციის დროს, ჟურნალისტის კითხვის პასუხად თქვა.

"შავ ზღვას ნატოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ნატომ გაზარდა თავისი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო სივრცეში, გაძლიერებული საჰაერო პოლიციით, მეტი საზღვაო ყოფნით და სახმელეთო ჯარებით. განსაკუთრებული წინსვლა გვაქვს კრაიოვაში (ქალაქი რუმინეთში).

ჩვენ მუდამ ვაკეთებთ ჩვენი ყოფნის გაძლიერების შეფასებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი წევრი სამი ქვეყანა შავი ზღვის ქვეყნებია: რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი. ასევე, ჩვენ გვყავს ორი ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო, რომლებიც ასევე შავი ზღვის ქვეყნები არიან. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან, ვეხმარებით მათ, ვმუშაობთ, ვატარებთ წვრთნებს.

ცოტა ხნის წინ უკრაინას ვსტუმრობდი. მთელი ჩრდილო-ატლნტიკური საბჭო სტუმრობდა უკრაინას. ჩვენ ვნახეთ, როგორ ვეხმარებით მათ საზღვაო აკადემიების აშენებასა და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაში. ვატარებთ წვრთნებს.

ასე რომ, შავი ზღვის რეგიონი ნატოსთვის უმნიშვნელოვანესია. უნდა გვახსოვდეს, რამ განაპირობა ადაპტაცია, ნატოს კოლექტიური თავდაცვის გაძლიერება ბოლო წლებში - ეს იყო შავ ზღვაში ყირიმის უკანონო ანექსია", - თქვა NATO-ს გენერალრმა მდივანმა.

კომენტარები