ოკუპირებული აფხაზეთი

ზურაბიშვილი: ყურადღებით ვაკვირდები მოვლენებს სოხუმში, ჩვენს მოქალაქეთა უსაფრთხოებას, ბედს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ოკუპირებულ სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ე.წ ადმინისტრაციის შენობაში მიმდინარე აქციას ეხმაურება. 

"ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას სოხუმში და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ აფხაზეთში",-წერს ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეები მარიონეტი პერზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ე.წ ადმინისტრაციულ შენობაში შევიდნენ და აქციას მართავენ. ოპოზიციის წევრები დე-ფაქტო არჩევნების უკანონოდ ცნობას მოითხოვენ.

დე-ფაქტო ცესკოს მონაცემებით, მარიონეტული პრეზიდენტის ე.წ არჩევნებში კვლავ რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. 

ე.წ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქციის დაწყებამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო უზენაეს სასამართლოში ოპოზიციური ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხას კვიცინიას, სარჩელის განხილვა დაიწყო, რომელიც დე-ფაქტო არჩევნების შედეგების უკანონოდ ცნობას მოითხოვს. 

ე.წ პრეზიდენტის დე-ფაქტო არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 8 სექტემბერს ჩატარდა. ადგილობრივი მარიონეტული ცესკოს მიხედვით, ე.წ არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ 47.39% დააგროვა, კვიცინიამ კი - 46.17%. კვიცინიამ დე-ფაქტო არჩევნების შედეგები 11 სექტემბერს გაასაჩივრა.

კომენტარები