ყასემ სოლეიმანის ლიკვიდიცია

აშშ-ის ავიაკომპანიებს ერაყის, ირანისა და სპარსეთის ყურის საჰაერო სივრცეში ფრენა აეკრძალათ

www.donthatemiami.com

აშშ-ის ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამერიკული სამოქალაქო ავიაციის წარმომადგენლებს ერაყის და ირანის ცაზე ფრენა აეკრძალათ. აკრძალვა ვრცელდება სპასეთისა და ომანის ყურის საჰარეო სივრცეზეც.  

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და სიახლეების შესახებ დაოყოვნებლივ აცნობებენ ავიაკომპანიებს და პარტნიორებს. 

შეტევა ორ ამერიკულ ბაზაზე ერაყში დაახლოებით ერთი საათის წინ განხორციელდა. შეტევაზე პასუხისმგებლობა ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა აიღო. 

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულებსა და მსხვერპლზე.

კომენტარები