ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

ირანი აშშ-ს შიდა შეტევით ემუქრება

ირანი აშშ-ს შიდა შეტევით ემუქრება. ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ტვიტერზე მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე წუთის წინ გამოჩნდა. 

ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი ამგვარად პენტაგონის განცხადებას გამოეხმაურა. ერაყში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ირანიდან განხორციელებული შეტევების შემდეგ პენტაგონში განაცხადეს, რომ საპასუხო ზომებზე უკვე მუშაობენ. 

ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი საპასუხო ქმედების შემთხვევაში, ირანი შეტევას უშუალოდ აშშ-ში განახორციელებს. 

პირველი ცნობები ირანიდან განხორციელებული შეტევის შესახებ დაახლოებით ერთი საათის წინ გავრცელდა. შეტევაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად აიღო ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა. 

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვეპლზე და დაშავებულებზე.

კომენტარები