ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია

CNN: თეთრი სახლის ირგვლივ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

თეთრი სახლი
huffpost.com

თეთრი სახლის ირგვლივ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNN ავრცელებს. 

ტელეკომპანიის ცნობით, სპეციალური სამსახურის წარმომადგენელმა კომენტარზე უარი განაცხადა. ვრცელდება უწყების განცხადება, იმის შესახებ, რომ ყველა მნიშვნელოვან შენობაზე დაცვა უზრუნველყოფილი იქნება. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებული, მძიმე საბრძოლო აღჭურვილობით შეიარაღებული სამხედროები შენიშნეს.

არსებული ინფორმაციით, თეთრ სახლში ამ დროისთვის საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე დონალდ ტრამპთან იმყოფებიან მაიკ პომპეო, თავდაცვის მინისტრი და ნაციონალური უსაფრთხოების მრჩეველები.

პირველი ცნობები ირანიდან განხორციელებული შეტევის შესახებ დაახლოებით ერთი საათის წინ გავრცელდა. შეტევაზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად აიღო ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა. 

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვეპლზე და დაშავებულებზე.

კომენტარები