აშშ - ირანი

აშშ-ის ახალი სარაკეტო თავდასხმის შედეგად პრო-ირანული ძალების 6 წევრი მოკლეს

alhadath

ზუსტად ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, გავლენიანი ირანელი გენერალი, აშშ-ის ტერორისტთა სიაში შესული ყასემ სოლეიმანის გაანადგურეს, დღეს, აშშ-ის ახალი სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ბანაკ ტაჯიში პრო-ირანული ძალების რამდენიმე წევრი მოკლეს. საჰაერო თავდასხმა მიზნად ისახავდა პრო-ირანული შიიტური სამხედრო დაჯგუფების, ერაყის სახალო მობილიზაციის ძალების მეთაურზე თავდასხმას.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, თუმცა სამიზნე პირს არ ასახელებს.

დაჯგუფების წევრების სამი მანქანიდან ორი დამწვარი ნახეს, სადაც 6 პირის დამწვარი გვამი იყო. დაშავებულია 3 პირი.

საჰაერო თავდასხმა ადგილობრივი დროით 1:12 საათზე მოხდა.

31 დეკემბერს ბაღდადში ირანის მხარდამჭერები აშშ-ის საელჩოს დაესხნენ თავს. მათ ცეცხლი წაუკიდეს დაცვის ერთ-ერთ კოშკს და კომპლექსის გარე გალავანში შეღწევა შეძლეს, კედლებზე დატოვეს დაწერა "სოლეიმანი ჩვენი მეთაურია". აშშ-ის სამხედრო ძალებმა მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აქცია ირანის მიერ მხარდაჭერილ ერაყელ მებრძოლებზე აშშ-ის საჰაერო თავდასხმას მოჰყვა. აშშ-მა დაჯგუფება ქათა'იბ ჰეზბოლას ბაზა 29 დეკემბერს დაბომბა. დაიღუპა სულ მცირე 25 მებრძოლი. დაბომბვა კირკუკში სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხი იყო, რასაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორის სიცოცხლე ემსხვერპლა. აშშ-ში რაკეტის გაშვებაში სწორედ ქათა'იბ ჰეზბოლას ადანაშაულებს.

აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაზე პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ირანი ამისთვის პასუხს აგებდა.

3 იანვარს ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, გავლენიანი ირანელი გენერლი, აშშ-ის ტერორისტთა სიაში შესული ყასემ სოლეიმანის გაანადგურეს.

სოლეიმანი ირანის რეჟიმის ერთერთი გავლენიანი ფიგურა იყო, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორსპუსის ყველაზე ელიტალურ ქვედანაყოფ "ყუდს" მეთაურობდა. 

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სოლეიმანი დიდი ხნის წინ უნდა გაენადგურებინათ.

ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა ალი ხამინეომ თქვა, რომ მათ, ვინც სოლეიმანის სისხლში გაისვარეს ხელები საშინელი შურისძიება ელოდებოდათ.

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3000 ჯარისკაცს აგზავნის. მაისიდან, მას შემდეგ, რაც ირანსა და აშშ-ს შორის ვითარება სულ უფრო დაიძაბა, აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში უკვე დამატებით 14 000 ჯარისკაცი გააგზავნა.

შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში აშშ-მა პრო-ირანული ძალების ერაყის სამ სამხედრო ლიდერს ერაყელი მომიტინგეების მოკვლისა და ძალადობისთვის სანქციები დაუწესა. მათ შორის იყო პრო-ირანული სახალო მობილიზების ძალების უფროსი ჰუსეინ ფალიჰ ალ-ლამიც, რომელიც მშვიდობიან მომიტინგეთა წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას ხელმძღვანელობდა.

2003 წლიდან პრო-ირანულ სამხედრო დაჯგუფებებს და პოლიტიკოსებს დიდი გავლენა აქვთ ერაყის სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ერაყელი მომიტინგეები მათ კორუფციული საქმიანობების გამო სიღარიბის არსებობასა და უმუშევრობაშიც ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში ირანს ადანაშაულებენ.

კომენტარები