მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები

Apple-ის საბაზრო ღირებულებამ რეკორდულ 1,3 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

A man poses with the new iPad tablet computer in an Apple store at its UK launch in central London
Luke Macgregor / REUTERS

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის ერთ აქციაზე ფასები რეკორდულად გაიზარდა. 2 იანვრის სავაჭრო დღის დასრულების მომენტში კომპანიის ერთი აქციის ფასი 300 დოლარს აღემატებოდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. დროის მოკლვე მონაკვეთში ფასების ზრდამ 2,3% შეადგინა. 

აქციებზე ფასების ზრდის ტენდენცია მას შემდეგ გამყარდა, რაც  კომპანიამ მესამე ფინანსური კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. დადებითი გავლენა იქონია, კომპანიის ახალ ყურსასმენებზე გაზრდილმა მოთხოვნამ და სტრიმინგ სერვისის ჩაშვებამაც. 

მიმდინარე მომენტისთვის კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1,33 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით Àpple მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიაა, სიაში მეორე ადგილს 1,2 ტრილიონი დოლარით, ასევე, ამერიკული Microsoft-ი იკავებს. 

2014 წლის ივნისში კომპანიამ თავისი აქციები 7/1 ფორმულით დაყო. დაყოფამდე კომპანიის აქციებს ფასი 700 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დაყოფის შემდეგ თითქმის ორი წლის მანძილზე ერთი აქციის ფასი 100 დოლარს არ აცდენილა. 2018 წლის აგვისტოში პირველად მოხდა, როცა კომპანიის ერთ აქციაზე ფასმა 200 დოლარს გადააჭარბა. 

დეკემბერში საფონდო ბირჟაზე განთავსდა ნავთობ კომპანია Saudi Aramco-ს აქციები. პირველი დღეებში კომპანიის კაპიტალიზაციამ 2 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, თუმცა Àpple-ისგან განსხვავებით, Saudi Aramco სახელმწიფოს მფლობელობაშია.

კომენტარები