საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება

გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ათენში ბინის ძარცვის დროს დააკავეს

lawandorder.gr

საქართველოს ორი მოქალაქე ათენში ბინას ძარცვავდა, რა დროსაც მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს. გაქცევის მცდელობისას, ერთ-ერთმა მძიმე დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

​ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ დაწყებულია გადმოსვენების პროცედურები.

"ბერძნული მხარის შეტყობინებით ათენში, ამბელოკიპის უბანში, ორი მოქალაქე ძარცვავდა ბინას, რა დროსაც მეზობლებმა შენიშნეს და გამოიძახეს პოლიცია. გაქცევის მცდელობისას საქართველოს ერთერთმა მოქალაქემ სცადა შუშის კარის გატეხვა, რის შედეგადაც მიიღო მძიმე დაზიანებები. ის გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, თუმცა მძიმე დაზიანების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საკონსულო უკვე ხაზზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და დაწყებულია გადასვენების პროცედურები. მეორე მოქალაქე დაკავებულია", - ამბობენ უწყებაში.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 31 წლის იყო, დაჭრილი კი, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აქვს, 21 წლისაა.

კომენტარები