საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება

იტალიაში საქართველოს მოქალაქეს მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა

flickr

იტალიაში საქართველოს მოქალაქეს მატარებელი დაეჯახა. იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ქალაქ ნატურნოში მოხდა. გარდაცვლილი 1983 წელს დაბადებული მამაკაცია.

იტალიაში საქართველოს საკონსულოში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საკონსულოში შეტყობინება უკვე შესულია. მათივე ინფორმაციით, ისინი ადგილობრივ პოლიციასთან და ოჯახის ახლობლებთანაც კონტაქტზე არიან.

გარდაცვლილის ცხედარს საქართველოში შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გადმოასვენებენ.

კომენტარები