ქურდობა იტალიაში

იტალიაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

flickr

იტალიაში ქურდობის ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. 

პოლიციამ მძარცველები ქალაქ ფაზანოში სუპერმარკეტის ავტოსადგომზე აიყვანა. მათ ავტომანქანაში მოპარული პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები აღმოუჩინეს.

იტალიური მედიის ცნობით, ოთხივე დაკავებული იტალიაში არალეგალურად იმყოფებოდა. მათ წვრილმანი ხულიგნობისთვის ჯარიმა დაეკისრათ. ოთხივე პირმა ქვეყანა 7 დღეში უნდა დატოვოს.

კომენტარები