რუსული ოკუპაცია

პუტინი ბიბილოვს: 2020-დან ერთად ვიმუშავებთ, რათა ორმხრივი თანამშრომლობა გავაძლიეროთ

სპუტნიკი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა, ოკუპორებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს ახალი წლის მისალოცი წერილები გაუგზავნეს.

სააგენტო რესის ინფორმაციით, პუტინი წერილში წერს, რომ "ორ სახელწიფოს შორის ურთიერთობა ვითარდება ალიანსის და ინტეგრაციის პრინციპების საფუძველზე". 

"ბოლო დროს მრავალი პროექტი განხორციელდა, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და მისი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას. იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, სხვადასხვა სფეროში, ჩვენ ერთად მუშაობას გავაგრძელებთ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის"- წერს პუტინი. 

რუსეთის პრემიერმინისტრის, დიმიტრი მედვედევის წერილიც იდენტური შინაარსისაა. კრემლის ლიდერი წერს, რომ 2020 წელს თანამშრომლობის გაძლიერებას იმედოვნებს. 

"განხორციელდა მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტები სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში. რუსეთი გააგრძელებს ფართომასშტაბიან დახმარებას სახელმწიფო ინსტიტუციების გაძლიერების, ეკონომიკისა და სოციალური სფეროს განვითარებისთვის"- წერია მედვედევის წერილში.

კომენტარები