საქართველო - რუსეთი

საგარეო რუსეთში ავტოსაგზაო შემთხვევაზე: დაღუპულების მოქალაქეობის იდენტიფიცირება ხდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტაბულას დაუდასტურა ინფორმაცია, რომ რუსეთში ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რაიონის დასახლებულ პუნქტ იარკინოს მიმდებარედ მოსკოვი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი ამოტრიალდა. დაიღუპა ორი პირი და დაშავდა დანარჩენი 17 ადამიანი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაშავებულების და დაღუპულების მოქალაქეობის იდენტიფიცირება. რუსული მედიის ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი და ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა.

დაშავებულებიდან 8 პირი სტაციონარში გადაიყვანეს. მათ საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. საქარველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მგზავრების გადმოსაყვანად რუსეთის ფედერაციის მიმართულებით უკვე გაემართა ორი ავტობუსი.

სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექცია მუდმივ კავშირზეა რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის, როგორც საგანგებო მდგომარეობის სამსახურთან, ასევე სამედიცინო ცენტრთან, სადაც დაშავებულები იმყოფებიან.

ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740.

კომენტარები