საპენსიო რეფორმა

თურნავა საპენსიო რეფორმაზე: ხალხს გაუმყარდა რწმენა, რომ ინვესტიციას დებს თავის მომავალში

მოსახლეობის მხრიდან ჩვენ არანაირ სკეპტიციზმს არ ვხედავთ, პირიქით, ეს რეფორმა შედგა. სხვათაშორის, ლევან სურგულაძეს დიდი წვლილი აქვს ამაში შეტანილი, მაგრამ არამარტო მას, მთელი მთავრობა და გუნდი მუშაობდა ამაზე. მიმართვიანობა სქემიდან გასვლაზე პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი, ანუ ადამიანებს სჯერათ... როგორც მე ვამბობ, რომ პრივატიზების დროს ინვესტორებს და კომპანიებს სჯერათ და ყიდულობენ ჩვენს ობიექტებს, იგივე არის ეს - ადამიანი ინვესტიციას დებს თავის მომავალში და ეს რწმენა თანდათან გამყარდა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პალიტრანიუსის ეთერში, დაგროვებით პენსიაზე. აღსანიშნავია, რომ დასაქმებულს სავალდებულო დაგროვებით პენსიაზე უარის თქმა არ შეუძლიათ. სქემიდან გასვლა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეეძლოთ, რომლებსაც საპენსიო რეფორმის ამოქმედებამდე შეუსრულდათ 40 წელი.

კომენტარები