ხანძარი

ჩილეში განზრახ გაჩენილმა ხანძარმა 120-ზე მეტი სახლი გაანადგურა

AFP

ჩილეს ქალაქ ველპარაისოში ტყის ხანძარმა 120-ზე მეტი სახლი გაანადგურა. გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 90,000-მდე ადამიანს. უსახლკაროდ დარჩენილთათვის თავშესაფრები სკოლებში მოაწყვეს.

დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი.

ქალაქის მერის თქმით ხანძარი განზრახ გააჩინეს. გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს მანქანა ხანძრის კერასთან. ადგილობრივი მთავრობის თქმით მიმდინარეობს გამოძიება.

ხანძრის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა უწყობს. ხანძარი უკვე 120 ჰექტარ ტერიტორიას მოედო.

ველპარაისო დედაქალაქ სანტიაგოდან 100 კილომეტრში მდებარეობს. ის ჩილეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქია და წყნარი ოკეანის სანაპიროზე ერთ-ერთი უმსხვილესი პორტი და ტურიზმის ერთ-ერთი ცენტრია.

კომენტარები