სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

ვაშაძე: სახ. დეპ. დაჟინებით მოითხოვს ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას

ტაბულა

"სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ დაჟინებით მოითხოვენ ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას," - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის სახლემწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება. ვაშაძე ამბობს, რომ ეს განცხადება მხოლოდ დასაწყიდია და ისეთი რამეები მოჰყვება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვერც წარმოუდგენია.

"იქ წერია მარტივი რაღაცა - არის პატარა რამ, რითიც ჩვენ კმაყოფილები ვართ, როგორც საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე და თქვენი სახელმწიფოებრიობის ერთერთი მთავარი გარანტი, მაგრამ გზას აცდით მეგობრებო, ამიტომ კატეგორიულად გთხოვთ, დაჟინებით მოვითხოვთ, რომ დაუბრუნდეთ დემოკრატიული განვითარების გზას, ისწავლოთ ოპოზიციასთან ნორმალური ურთიერთობა და ჩაატაროთ დასავლური სტანდარტების შესაბამისი ნორმალური არჩევნები," - ამბობს ვაშაძე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს პროკურატურისა და სასამართლოს თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მორგან ორტაგუსის განცხადებაშია ნათქვამი. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ აშშ მხარს უჭერს დაცულ, კეთილდღეობით სავსე და დემოკრატიულ საქართველოს.

"დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან." - წერია განცხადებაში. 

კომენტარები