სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

კობახიძე: ვისაც კითხვა შეუძლია, ძალიან კარგად იცის, რომ სახ. დეპ-ის განცხადება მხარდამჭერია

არა მარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, არამედ სხვადასხვანაირად თარგმნეს ეს განცხადება, რაც მიანიშნებს, იმაზე, რომ არის აშკარად მიკერძოება. სიტყვებს ამატებენ აკლებენ, სხვანაირად თარგმნიან. ძალიან მარტივად არის აქ ყველაფერი განმარტებული. პოლიტიკურ პროკურატურაზე და სასამართლოზე აქ არ არის საუბარი, აქ არის საუბარი, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, იმისათვის, რომ არ იყოს არანაირად უზრუნველყოფილი მიკერძოება პროკურატურის და სასამართლოსი. არც იმაზეა საუბარი, რომ დღეს არის მიკერძოებული პროკურატურა ან სასამართლო, არც სხვა რამეზეა საუბარი, არც დაჟინებაზე არ არის საუბარი და არც დაუჟინებელ მოთხოვნაზე. ვისაც შეუძლია კითხვა და მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ოპონენტებსაც შეუძლიათ ამ განცხადების სწორად წაკითხვა, უბრალოდ სხვანაირად წარმოაჩენენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს განცხადება არის რეალურად მხარდამჭერი განცხადება.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრობს. "დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. " - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კომენტარები