სამთავრობო პროპაგანდა

ჩუგოშვილი: აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს, ვინ იხდის ფულს დეზინფორმაციის გავრცელებაში

როგორც ქვეყანა, აღმოვჩნდით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. მთელი ცივილიზებული სამყარო დეზინფორმაციის საშუალებებს ებრძვის და დღეს, ეს ყველასთვის პრობლემაა.

საქართველოში მხოლოდ ერთი პარტია არ იყენებს ყალბ გვერდებს და გასაუქმებელი კიდევ ბევრია. რაც შეეხება რეაგირებას, რეაგირება არის აუცილებელი და მე ვფიქრობ, რომ აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით. მათი ვალდებულებაა, შეისწავლონ ვინ აფინანსებს დეზინფორმაციის გავრცელებას. 

უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი "ტელეკომპანია პირველის" დღის ამბებში facebook-ისა და ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოვლენილი ასობით ყალბი ანგარიშის შესახებ საუბრობდა.

კომენტარები