სამთავრობო პროპაგანდა

კალაძე: არ მჭირდება ბოტების პიარი, ჩემთან ერთად გამოიარეთ ქუჩაში და დარწმუნდებით

არანაირი ტროლი და არანაირი ბოტი არ ვიცი და არასდროს მქონია შეხება. მე არ მჭირდება ბოტების პიარი, თქვენ შეგიძლიათ ჩემთან ერთად გამოიაროთ ქუჩაში და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, კახა კალაძეს სჭირდება თუ არა ბოტები და ტროლები. ეს სჭირდება იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქვეყანა ცხრა წლის მანძილზე მიიყვანეს იმ მდგომარეობაში, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში, აღარ გავიმეორებ, თუ რა იყო და რა მდგომარეობა.

IPN-ის ცნობით, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე Facebook-ის მიერ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ასობით ყალბი ანგარიშის გამოვლენის და წაშლის ფაქტის შესახებ.

კომენტარები