UNICEF

ფილიპინები: ნაგავი, ბავშვები და სიკვდილი - UNICEF-ის 2019 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებული ფოტო

Hartmut Schwarzbach, Germany (Argus Photo Agency)

UNICEF-ის 2019 წლის ფოტოკონკურსის გამარჯვებული ცნობილია. პრიზი გერმანელმა ფოტოჟურნალისტმა ჰარტმუტ შვარცბახმა მოიგო ნამუშევრისთვის - ფილიპინები: ნაგავი, ბავშვები და სიკვდილი. 

გაეროს ბავშვთა ფონდის თქმით, გერმანელის ფოტოზე ასახულია თანამედროვე სამყაროს 3 დიდი ტრაგედია: სიღარიბე, დაბინძურება და ბავშვთა შრომა. 

ფოტო მანილას პორტშია გადაღებული. 13 წლის გოგონა, სახელად ვენი მაჰია ნაგვით სავსე წყალში ნარჩენებს ეძებს, რადგან შემდეგ ჩააბაროს და ფული აიღოს. ბავშვებს თუ გაუმართლათ, დღეში 50 ფილიპინური პესოს გამომუშავებას შეძლებენ. 

მიუხედავად იმისა, რომ ფილიპინებში ბავშთა შრომა კანონით აკრძალულია, ეს ქვეყნის ამ მიყრუებულ ნაწილში, უგულვებელყოფილია. ტონდოში ერთ კვადრატულ კილომეტრში დაახლოებით 70 000 ადამიანი ცხოვრობს. ისინი ხის, მუყაოს და ნარჩენებისგან აწყობილ სახლებში ცხოვრობენ. არ აქვთ ელექტროენერგია და წყალი. ამიტომაც, მაცხოვრებლების უმეტესობაში გავრცელებულია დიარეა და კანის სხვადასხვა დაავადება. დაბალია სიცოცხლის ხანგრძლივობაც. 

კომენტარები